Wednesday, October 14, 2009

პროექტი

პროექტის სახელი: მონაცემების შეგროვება, დამუშავება და თვალსაჩინოდ წარმოდგენა
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები აგროვებენ მონაცემებს, პოულობენ რიცხვით
მახასიათებლებს, წარმოადგენენ ცხრილებისა და დიაგრამების სახით.
პროეწქტის სრული აღწერა:კლასი იყოფა თანაბარი შესაძლებლობის ოთხ ჯგუფად. ისინი თავად ირჩევენ საინტერესო აქტუალურ თემას, რის ირგვლივაც შეაგროვებენ მონაცემებს გამოკითხვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ამისათვის წინასწარ შედგენილი უნდა ჰქონდეთ კითხვარი. მოპოვებულ მონაცემებს წარმოადგენენ სიხშირეთა ცხრილებით, გამოთვლიან რიცხვით მახასიათებლებს საშუალოს, მოდას, მედიანას,
განბნევის დიაპაზონს, საშუალო კვადრატულ გადახრას. შემდეგ წარმოადგენენ ხელსაყრელი დიაგრამის სახით. აკეთებენ შესაბამის დასკვნებს, ასახელებენ შექმნილი სურათის გამომწვევ მიზეზებს და პრობლემის გადჭრის შესაძლო გზებს.
პრეზენტაციას აკეთებს თითოეული ჯგუფი ცალ-ცალკე.
მონაწილეთა ასაკი: მე-9 კლასის მოსწავლეები
ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის ძიება, მსჯელობა, ისტ-ის გამოყენება, ჯგუფში მუშაობა, ინოვაცია, გამოკითხვის შედეგების გაცნობა.
მოსალოდნელი შედეგები: მონაცემთა მოპოვების ხერხის შერჩევის, მათი დამუშავების,
ცხრილებითა და დიაგრამებით წარმოდგენის, მათ შორის
უფრო ხელსაყრელის შერჩევის, დიაგრამის წაკითხვის, ანალიზის, დასკვნების გამოტანის, კვლევითი უნარის გამომუშავება; ისტ-ის გამოყენების სათანადო გამოცდილების შეძენა.
სამუშაო ენა: ქართული
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა IX.13 აკეთებს მონაცემთა ანალიზს და აყალიბებს დასკვნებს.
პროექტის ფასილიტატორი: თინიკო ბაქრაძე 191-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tikobakradze@gmail.com
პროექტის ბლოგი: http://www.tiko-bakradze.blogspot.com/